ტერმინოლოგიური ლექსიკონი

საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს მთარგმნელობითი ცენტრის ტერმინოლოგიური ლექსიკონი წარმოადგენს სანდო, უფასო და მარტივად ხელმისაწვდომ ელექტრონულ ბაზას, რომელშიც წარმოდგენილია საქართველოსა და ევროკავშირის კანონმდებლობაში არსებული სპეციფიკური დარგობრივი ტერმინები.

საწყის ეტაპზე ლექსიკონი მუშაობს სატესტო რეჟიმში და შეიცავს საქართველოს კოდექსებში გამოყენებული ტერმინების მნიშვნელოვან რაოდენობას. შემდგომ ეტაპზე დაგეგმილია საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს მთარგმნელობით ცენტრში არსებული ტერმინოლოგიური ბაზის სრულად გამოქვეყნება და ლექსიკონის განახლება უწყვეტ რეჟიმში.